გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, etaloni.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ხვალიდან 16 მაისიდან ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და ქარიც ჩადგება.
ორი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება; მოიმატებს ტემპერატურაც და დასავლეთ საქართველოში იქნება 19-24 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალმთაში თოვლჭყაპი.
რაც შეეხება 19 მაისს, მოგეხსენებათ ამ დღეს საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი ირეკება, გარემოს ეროვნული სააგენტო წვიმიან ამინდს პროგნოზირებს, თუმცა ნალექი იქნება მაღალი ტემპერატურის ფონზე.