კონდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს
02-05-2018
კონდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღეს მიძღვნილ აქცია-ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეება დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას მოუწოდეს თავიანთი სახლი - დედამიწა დაიცვან.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემაზე პლაკატებიც დაამზადეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იხილეთ ფოტოები