სასწავლო წელი 19 მაისს დასრულდება - წლიური შეფასების ნახვა ინსტრუქცია
18-05-2023
2022-2023 სასწავლო წელი კვირის ბოლოს, 19 მაისს სრულდება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ახლოვდება საბოლოო ქულების გაგების დროც.
აღსანიშნავია, რომ საგნის პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების კორექტირება, ბოლო გაკვეთილიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლიათ. შესაბამისად სასწავლო წლის ბოლოს შესაძლოა, მოსწავლეებმა არ იცოდნენ ყველა საგანში არსებული საბოლოო შეფასება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ელ. ჟურნალი ავტომატურად ითვლის მოსწავლის წლიურ შეფასებას და მასწავლებლებს აღარ სჭირდებათ თოტოიული მოსწავლის ნიშნის ინდივიდუალური გამოთვლა და გამოყვანა. როგორც ელექტრონული რესურსების პორტალზეა განმარტებული „მოსწავლის სემესტრული და წლიური შეფასების გამოანგარიშებას სისტემა ავტომატურად ახდენს ერონული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით“.
ამასთან, შეგახსენებთ რომ სემესტრული და წლიური შეფასება შეგიძლია ნახოთ მოდულიდან „მონაცემები“ - გვერდზე „ჯამური შეფასების რეპორტი“.