ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ტვინების ბრძოლაში“ გაიმარჯვეს
02-05-2018

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ოლიმპიადებში წარმატებით ასპარეზობენ. 

სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეების გუნდმა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ გაზაფხულის სეზონის რეგიონალურ ჩემპიონატში გაიმარჯვა. გამარჯვებულები - დიმიტრიოს ლეთოდიანი, გვანცა ჩუბინიძე, ლიზი გორგოძე, თამაზი ჭეიშვილი და დათო დევიძე დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის მოსწავლეები ასევე ჩართულნი არიან ზეპირი მათემატიკური ანგარიშის საერთაშორისო ონლაინ კონკურს „პრანგლიმინეში", რომელიც საგანმანათლებლო კომპანიაა „მიკსიკეს“ ესტონეთის საგანმანათლებლო პლატფორმაზე ტარდება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან ერთად ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები მონაწილეობენ. 

შეჯიბრის მიზანია მოსწავლეებში ზეპირი მათემატიკური გამოთვლების უნარის განვითარება.

კონკურსი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

„მიკსიკემ“ აქტიური მონაწილეები გამოავლინა. სკოლის 3 კლასის დამრიგებელი ბაია მაჩიტიძე თავის კლასთან ერთად კონკურსის ორგანიზატორებმა მათემატიკურ ონლაინ ოლიმპიადაში Pranglimine-2017 აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

სკოლა ნიჭიერ მოსწავლეებს შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203