6 მთავარი რეკომენდაცია ქართული ენის გამოცდისთვის აბიტურიენტებს
16-05-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძის წინასაგამოცდო რეკომენდაციებს აბიტურიენტებისთვის:


  • გამოცდაზე სწორად გაანაწილეთ დრო, რათა აუჩქარებლად შეძლოთ თითოეულ დავალებაზე მუშაობა.
  • ტექსტის რედაქტირების დავალების შესრულებისას ჯერ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ მოცემული ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება. ნუ შეცვლით ცალკეულ სიტყვებსა და კონსტრუქციებს კონტექსტის გააზრების გარეშე.
  • გულდასმით გაეცანით ტესტის მეორე ნაწილში შემოთავაზებულ ტექსტებსა და დავალებების პირობებს და ამის შემდეგ აირჩიეთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც უნდა უპასუხოთ წაკითხულის გააზრების კითხვებს და შეასრულოთ წერითი დავალება.
  • წერითი დავალება არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით, ხოლო თუ მისი მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას, არ შეფასდება ენობრივი თვალსაზრისით (VIII, IX და X კრიტერიუმების მიხედვით).
  • დავალებები შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. კალიგრაფიის გამო ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული.
  • დაიტოვეთ საკმარისი დრო პასუხების ფურცელზე თქვენი ნამუშევრის მშვიდად გადასატანად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203