ნახეთ, რა შეიძინეს ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მოგებული თანხით
02-05-2018
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის - „მარნეულის ახალგაზრდული იდეა“ გამოცხადებულ კონკურსში სპორტის მიმართულებით გაიმარჯვეს.
მოგებული 675 ლარით სკოლის აღსაზრდელებმა სპორტული ინვენტარი შეიძინეს და სკოლას საჩუქრად გადასცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა ინიციატივა მისაბაძია სპორტის სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციისა და მცირებიუჯეტიანი სკოლის ფინანსების დაზოგვის საქმეში.
გარდა ამისა, სკოლაში სპორტის მასწავლებლის ნოდარ კახაძის და მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით დილის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშების პრაქტიკა დაინერგა.
„იმედია დილის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებში სკოლის პედკოლექტივი, თანამშრომლები და მშობლებიც აქტიურად ჩაერთვებიან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.