მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის 18 მაისს, 16:00 საათზე ჩატარდება ვებინარი - „დიმიტრი შევარდნაძე - მოღვაწე და შემოქმედი “.
ვებინარზე განხილული იქნება დიმიტრი შევარდნაძის ისტორიული როლი ქართული სახელოვნებო სივრცის კონტექსტში. საუბარი ასევე შეეხება დიმიტრი შევარდნაძეს, როგორც მოდერნისტ მხატვარს.
ვებინარს გაუძღვება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელოვნების ექსპერტ-კონსულტანტი - თათია ბარბაქაძე.
ვებინარის სტუმარია: ხელოვნებათმცოდნე - ირინე აბესაძე.
ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული.