სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომხეთში კიგბოქსინგში პირველი ადგილი აიღეს
02-05-2018
სათხის საჯარო სკოლაში ზეიმია_სომხეთის დედაქალაქ  ერევნიდან მათი პატარა ჩემპიონები დაბრუნდნენ, რომლებმაც კიგბოქსინგის სახეობაში პირველი ადგილი მოიპოვეს.  

შეჯიბრი „AMATEUR-PROFESSIONAL” -ის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.  

გამარჯვებული მოსწავლეები გახლავთ ედვარდ ღაზარიანი და ნარეკ პოდოსიანი. ისინი მე-3 კლასში სწავლობენ. 

სკოლამ მეორე ადგილიც არავის დაუთმო, რომელიც მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შოთა  ჩახოიანმა, აბრაჰამ  აროიანმა და ედიკ კაკოსიანმა დაიკავეს.  

სკოლის ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გამარჯვებულებს დიდი სიხარულითა და სიამაყით მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203