მოსწავლის შეფასების ძირითადი ამოცანები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმიდან
19-05-2023

მოსწავლის შეფასების ძირითადი მიზნებია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მონიტორინგი, თუ რა ინდივიდუალურ პროგრესს აღწევს მოსწავლე. შეფასებისას მასწავლებელს შეუძლია, დაადგინოს, რა მიღწევები აქვს ბავშვს და რა მიმართულებით სჭირდება მას დახმარება.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსწავლის შეფასების ძირითადი ამოცანებია განსაზღვრული. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

  • აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
  • ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;
  • გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
  • მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
  • აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

ცნობისთვის, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტს ანიჭებს კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203