მანდატურის სამსახური ვაკანსიებს აცხადებს - ანაზღაურება და დეტალები
18-05-2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. შრომის ანაზღაურება: 1000 ლარია. 

ახალ კადრებს უწყება ქვემო ქართლის ცენტრში მიიღებს კერძოდ, ქ. თეთრიწყარო - 2 ვაკანსია;

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

  • მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203