ბაკურიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში ქართული მულტფილმები ჩართეს
02-05-2018
ბაკურიანის საჯარო სკოლაში პროექტი - „ქართული მულტფილმების პოპულარიზაცია და მათი სასწავლო პროცესში ჩართვა“ შეაჯამეს. პროექტის ავტორია დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია ყარაულაშვილი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა ოთხი საგანი ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება, ხელოვნება და მუსიკა გააერთიანა.
ნათია ყარაულაშვილმა პროექტის განხორციელების ამსახველი პრეზენტაცია გააკეთა, თითოეული აქტივობის მიზანზე და აღნიშნულ საგნებთან კავშირზე ისაუბრა.
პროექტის წარდგენამ სანახაობითი სახეც მიიღო - დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა ნანახი მულფილმებიდან ნაწყვეტები დადგეს. იხილეთ ფოტოები