სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადის მე–2 ტური წარმატებით გაიარეს
02-05-2018

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით მოსწავლეთა მესამე რესპუბლიკური ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა. 

ოლიმპიადაში სალიბაურის N2 საჯარო  სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეები: რუსუდან შარაშიძე და ლიზა ხოზრევანიძე მონაწილეობდნენ. 

მათ ოლიმპიადის მე–2 ტური წარმატებით გაიარეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. 

მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელს დალი გოგლიძეს მადლობის სიგელი გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203