„ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას“ - „ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
18-05-2023
„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღმზრდელ-პედაგოგები პატარებს გარემოზე ზრუნვას სკოლამდელი ასაკიდან ასწავლიან. შესაბამისად, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

აღსაზრდელთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, ბაგა-ბაღში არაერთი აქტივობა მოეწყო. 

პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ასწავლეს, რომ უნდა გაუფრთხილდნენ და არ უნდა დააბინძურონ ბუნება. 

პატარებისთვის, შემეცნებითთან ერთად, აქტივობები სახალისოც იყო, შექმნეს და გააფერადეს დედამიწის მოდელი, „შეისწავლეს“ გეოგრაფიული გლობუსი.

„ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ბუნებას“- ასეთია „ნუცას ბაგა-ბაღის“ პედაგოგთა და აღსაზრდელთა გზავნილი. 

„ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203