მოსწავლისადმი ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ფეხბურთის მწვრთნელს 8,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ავრცელებს.
ბრალდებული სასამართლომ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში სცნო დამნაშავედ. მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება 18 მაისს გამოაცხადა.
„გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში”, - აღნიშნავს PHR. მათივე ინფორმაციით, მსხვერპლი 12 წლისაა.