ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიუზიკლში მასწავლებლებმაც ითამაშეს
02-05-2018
ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ესთეთიკური აღზრდის კათედრამ მაყურებელს მიუზიკლი - „იყო და არა იყო რა“ წარუდგინა. კათედრას მაგული ვარშანიძე ხელმძღვანელობს.
ღონისძიებაში I - XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა სხვადასხვა კინოფილმის და ზღაპრის გმირების როლები მოირგეს.
„შესანიშნავად შეასრულეს სხვადასხვა კინოფილმიდან და ზღაპრიდან როლები. იყო ბევრი ემოცია, სიმღერა, ცეკვა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
საფინალო სიმღერით კი მაყურებლის წინაში კათედრის წევრი მასწავლებლები - მაგული ვარშანიძე, ლელა ჭეფხოძე, მაია დათუნაიშვილი, თამარ ბაგრატიონი, თამარ ბურკაძე და ალექსანდრე ხიდაშელი წარსდგნენ.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ მოსწავლეებსა და მონაწილე მასწავლებლებს სასკოლო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.