შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცნობარში არსებული ცვლილებების შესახებ აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ მომზადებულია 2023 წლის იანვარში (ცნობარის მომზადების დროისთვის) სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამდენად, ცნობარში მითითებულია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის შესახებ ინფორმაცია იანვრის მდგომარეობით“, - აღნშნულია ცენტრის ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის/რეაკრედიტაციის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ ბაზაში და ცნობარში აგვისტოს დასაწყისში განახლდება.