პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრს ზურა აზარაშვილს მოუსმინეს. რის შემდგომაც დამატებითი კითხვები დასვეს დეპუტატებმა, მათ შორის რამდენიმე საგანმანათლებლო მიმართულებას უკავშირდებოდა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
- რა ეტაპზეა სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფის საკითხი და რა ხდება ამ მიმართულებით?
- არის თუ არა სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფილი ყველა სკოლა?
- ხდება თუ არა სკოლებში ინფორმაციის მოგროვება ბავშვთა დაავადებებისა და ალერგიულობის შესახებ?
- ჩუტყვავილასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა... ძალიან დიდი იყო მომართვიანობა იმ მშობლების მხარიდან, რომლებსაც ჩუტყვავილაზე უნდოდათ შვილის აცრა, ვინაიდან ინფექცია სკოლებსა და ბაღებში იყო მოდებული, თუმცა ქვეყანაში აღნიშნულ ვაქცინას ვერ შოულობდნენ... გასაგებია, რომ გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, იმისთვის რომ გეგმიურ კალენდარში ჩაჯდეს ეს ვაქცინა, მაგრამ რა პრობლემაა მისი ქვეყანაში არსებობა, რომ მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეძლონ შვილების აცრა ჩუტყვავილის ვაქცინით. გუშინ, გორში მოხდა ტრაგიკული ამბავი, 4 წლის ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ჩუტყვავილა, ამ ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
მაინტერესებს, აპირებთ თუ არა რომ ქვეყანაში არსებობდეს ჩუტყვავილას ვაქცინა, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი საშინელი ამბები?
- კითხვა მაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშრებით... მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირია სხვადასხვა სპორტის სახეობებზე ბავშვის მიყვანა და ყველა ოჯახი სამწუხაროდ ვერ აძლევს თავს უფლებას, რომ ბავშვი მიიყვანოს სპორტზე. იქნებ ვიფიქროთ, რომ რაღაც მაინც იყოს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული; ცურვა, კალათბურთი, ფეხბურთი თუ სხვა, სადაც ნაიჭიერ ბავშვებს უფასოდ მოამზადებენ და ამისთვის ადამიანს ფინანსური პრობლემები არ ექნება/
ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული რომლის დასრულების შემდგომაც, მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელსაც ჩვენს მკითხველს აუცილებლად გავუზიარებთ.
„რეკომენდაციებს გავცემთ“... - რას ამბობს სკოლებში უფასო კვებაზე ჯანდაცვის მინისტრი