სასკოლო კვებასა და სკოლებში სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა აზარაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის დროს დეპუტატის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა; მათ შორის, ერთ-ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უფასო კვებას შეეხებოდა:
„სკოლაში უფასო კვებას რაც შეეხება, ის სამუშაო ჯგუფი რომელიც არის კვების რაციონის შემუშავების მიმართულებით, როგორც ბაღებში, ისე თუ საჭირო იქნება, სკოლების მიმართულებითაც იქნება. ჩვენი სამინისტროს ჯგუფი არის ჩართული ამ საკითხში და კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩართული ვიქნებით და რეკომენდაციებსაც გავცემთ“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
5 მთავარი კითხვა მინისტრს - სასკოლო საკითხები, რომლებაზეც დამატებითი განმარტებები გაკეთდება