თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე პროექტებით აღნიშნეს
02-05-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით IIIგ კლასის მოსწავლეებმა პროექტები შექმნეს.
კერძოდ, დამსწრე საზოგადოებას მათ იაკობ გოგებაშვილის „ცხოვრება და მოღვაწეობა“ წარუდგინეს, თავად მწერლის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გაეცნენ და ბოლოს, საკლასო ღონისძიება - „დედაენის დღე“ მოაწყვეს.
კლასის დამრიგებელი ირინა რობაქიძე გახლავთ.
სკოლის დირექციის შეფასებით, პროექტები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მსგავსი ღონისძიებები კი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.