„მე როგორც განათლები მინისტრი, ვიდგები თქვენს გვერდით“ - ამილახვარის მილოცვა სკოლის კურსდამთავრებულებს 
19-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღესსკოლებში ბოლო ზარი ირეკება და თქვენთვის ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება.

მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანსდა სასურველი პროფესიის დაუფლებითმიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.

ეს დღე ჩემთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს მეც თქვენთან ერთად ვიზიარებ.

მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან წარმატება სწორედ გამოწვევებთან ბრძოლით მიიღწევა. პირადად, მე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ უკეთესი გარემო თქვენი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და შესაძლებლობებისა და ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად.

გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“, - აღნიშნაულია მისალოც ტექსტში. 

„თქვენი სწავლა ჩვენს ქვეყანას გამოადგება“ - პრემიერმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203