„ნუცას ბაგა-ბაღში“ აღსაზრდელთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აღმზრდელ-პედაგოგები პატარებს ამ მიმართულებით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. დღეს, ბავშვების მორიგ განმავითარებელ აქტივობაზე მოგითხრობთ, რომელიც პატარებისთვის გასაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა ფერადი საღებავებით ქვები მოხატეს, ბევრი იხალისეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი ხედვა წარმოაჩინეს და არაერთი ორიგინალური ნამუშევარიც შექმნეს.
„ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: