რუისპირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვიმმართველობის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაშის, ''რა? სად? როდის?'', შიდა სასკოლო ტური ჩატარდა.
თამაშში ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
თამაშს უძღვებოდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე თინთინ სამხარაძე.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ინტელექტუალურ კლუბს რუისპირის საჯარო სკოლაში მოღვაწეობის არცთუ მოკლე ისტორია აქვს. სკოლის გუნდი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა შემეცნებით ღონისძიებებში სასკოლო და სკოლის გარეშე მასშტაბით.
წარმატებული იყო კლუბის თამაში 2015-2016 სასწავლო წელს და რაიონულ ტურში მეორე ადგილი მოიპოვეს.
წელსაც დაიწყეს ზრუნვა მოსამზადებლად საშემოდგომო სეზონისათვის, ვინაიდან კლუბი დატოვა სკოლის XII კლასის სამმა კურსდამთავრებულმა, საჭირო გახდა ახალი ინტელექტუალებით გუნდის შემადგენლობის განახლება.
შესარჩევი თამაში საინტერესოდ წარიმართა და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რაიონულ ტურში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამაშის როლი მნიშვნელოვანია აზროვნების განვითარებაში. თამაშის პროცესში, არარეგლამენტირებულ და დემოკრატიულ გარემოში მოსწავლეები მაქსიმალურად ერთვებიან და ძიების სურვილი უჩნდებათ.