სკვანის საჯარო სკოლიდან ერთადერთი კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააცილეს
19-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთი მოსწავლისთვის დარეკა.
რესანმა 12 კლასი წარმატებით დაამთავრა და ემზადება სწავლის უნივერსიტეტში გასაგრძელებლად, მისით სკოლაში ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს, განსაკუთრებით დირექტორი ენისე აბაშიძე ულოცავს და წარმატებებს უსურვებს, დირექტორი აცხადებს, რომ სკოლაში გატარებული 12 წელი ბედნიერი იყო და მას წარმატებულ მომავალს და მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„წარმატებები ეროვნულ გამოცდებში.... მისი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატება იქნება“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.