ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
02-05-2018
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით ხიდისთავში მწერლის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

მეხუთე კლასს იზა კიზირია ხელმძღვანელობს, ქართულ ენასა და ლიტერატურას კი მოსწავლეებს მანანა ლომია ასწავლის. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელება, მწერლის ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები და გამოცემები დაათვალიერეს.

„ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში ერთი დღეც არ უცხოვრია და ამ ულამაზეს ეზოში ერთხელაც არ გაუვლია, ყველგან იგრძნობოდა მწერლის გულიდან გადმოღვრილი დიდი სითბო. ეზოში შესვლისთანავე ბავშვებმა დაინახეს ბებიას, ილიკოს, ილარიონის და მურადას ქანდაკებები და თითქოს მათ გაუწიეს მეგზურობა იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ჰქვია. მზიანი გულის მწერალი - ასე შერქვეს მას და ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ამ სიტყვების სისწორეში, მზე ხომ მის ყოველ რომანსა და მოთხრობაში იგრძნობა და სწორედ, ამ მცხუნვარე მზის სითბო გამოყვათ დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთულებს, გურიიდან“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203