სიონის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მოსწავლისთვის საზეიმოდ დაირეკა
19-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო გაცილება მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა ორმა მოსწავლემ დაამთავრა.
მოსწავლეებმა სკოლა ფერადი ბუშტებით მორთეს და საზეიმო განწყობა შექმნეს, დირექციამ და პედაგოგებმა კი მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მათ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.