„ორჯერ მოიტყუეთ! სკოლებში ვაშლებიც ვერ დაარიგეთ!“ - დეპუტატის მიმართვა განათლების მინისტრს
სკოლაში უფასო კვების საკითხის განხილვისას, განათლების მინისტრმა, ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამილახვარმა აღნიშნა, რომ ამ გამოწვევის გადასაჭრელად კომპლექსური საკითხების მოგვარება იქნება საჭირო -„არ არის ფული - ეს არის ტყუილი“... - მინისტრი 4 მთავარ ხელშემშლელ მიზეზს ასახელებს, რაზეც დეპუტატმა რომან გოცირიძემ უპასუხა - იმიტომ არ ინერგება უფასო კვება სკოლებში, რომ არ არის საკმარისი თანხები:„პრობლემა მინისტრმა დაიყვანა ტექნიკურ დონეზე, სკოლებში არ არის სასადილოები, წყალი... მაგრამ არ უთქვამს მთავარი - ფული არის თუ არა?! გეტყვით, რომ - არა! ფული რომ ყოფილიყო, შესაძლებელია პატარა ექსპერიმენტი მაინც დაეწყოთ. 2,9 მლრდ იყო განათლების სისტემის დაფინანსება, რაც მშპ-ს 2,9 პროცენტია, მაშინ, როცა მთვრობა ამბობდა, განათლება იქნება პრიორიტეტული და მშპ 6 პროცენტს შეადგენსო, რაც თითქმის 5 მილიარდია! ორჯერ მოიტყუეთ. თქვენმა ხელისუფლებამ სკოლებში ვაშლები ვერ დაარიგა! ის ვაშლების მინისტრად შევიდა ისტორიაში, თქვენზე წინ ვინც იყო, იმას ექვთიმეს ეძახიან რადგან ყველა რეკოდრი მოხსნა მაამებლობის...
თქვენ რისი დარიგებლები ხართ დროშა ვერ ჩამოგიკიდიათ და ატმები ვერ დაგირიგებიათ... ამიტომ, კეთილი ინებეთ და მსგავსი მოხსენებისას, ფინანსურად დაასაბუთეთ, რამდენი დაჯდება სკოლებში უფასო კვება და რომელ ეტაპზე, რომელი სკოლებით იწყებთ! თქვენი მოხსენებით კი ჩანს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს არასოდეს მოხდება, დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა!“