ღია კარის დღეების ფარგლებში 24 მაისს აბიტურიენტებისათვის კიდევ ერთი ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება - 14:00 საათიდან 15:00 საათამდე აბიტურიენტების კითხვებს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს. მანანა ჯავახიშვილი გამოსაცდელებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ტესტის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, ასევე მისცემს მათ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობისას.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. ონლაინ ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია.
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები
ბმული.
საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრებს აბიტურიენტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იანვრის თვიდან ატარებს. შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.