ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში იასპარეზა
02-05-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის გუნდი პირველი რესპუბლიკის თემაზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობს. თამაში ბათუმის სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეებმა იასპარეზეს.
საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 21 მაისს გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება. იხილეთ ფოტოები