„არების“ გამო სამინისტრომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდების ვადები უკვე განისაზღვრა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, 22 მაისს დაიწყო და მიმდინარე თვის 25- რიცხვის ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაცია etaloni.ge განათლების სამინისტროში მიაწოდეს.
განსაზღვრულია გამოცდის ჩატარების ვადებიც; როგორც უწყებაში განმარტეს, გაცდენების გამო, მეთორმეტეკლასელები გამოცდებს 29 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ - აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საკითხის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია, ოფიციალურ სტრუქტურას არ გაუვრცელებია!
შეგახსენებთ, რომ „არების“ გამო ექსტერნის ჩაბარება უწევთ იმ მოსწავლეებს, ვისაც საგანში 30% და მეტი გაცდენა უფიქსირდება.
რაც შეეხება სხვა კლასებს, სამინისტროში განმარტავენ, რომ მათთვის გაცდენის ექსტერნატის ჩატარების ვადები უცნობია.