კონკურსში „ნორჩი ხელოვანი“ ახალციხის №5 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა
03-05-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ღონისძიება „ნორჩი ხელოვანი“ გაიმართა. მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეები იღებდნენ.
კომპეტენტურმა ჟიურიმ წარმოდგენილი 250-ზე მეტი ნამუშევრიდან სამი პირველი ადგილის, სამი მეორე და სამი მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა.
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს. სამი პირველი ადგილიდან ორი ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერგოთ: სალომე ბერიძესა და მარიამ ჩაჩანიძეს. სამი მეორე ადგილიდან კვლავ ორი ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - რუსუდან კაპანაძემ და ლარა მამედოვამ დაიმსახურეს.
ყველა მონაწილე სკოლას მერიამ მადლობის სიგელები გადასცა, ხოლო გამრჯვებულებს - სიგელები და სახატავი საშუალებები.