სტატუსის მიღებიდან 3 წელში სკოლამ სამინისტროს ანგარიში უნდა წარუდგინოს - ვის ეხება კანონი
28-05-2023
სკოლა უფლებამოსილია, გააძლიეროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების სწავლება. საჯარო სკოლის შემთხვევაში საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსი შეიძლება მიენიჭოს სკოლას, რომელსაც აქვს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხური/საფეხურები.

საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მისაღებად საჯარო სკოლამ სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი გაძლიერებული სწავლების საგნის/საგნების სასწავლო პროგრამები;

ბ) სწავლის პროცესში გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი;

გ) ინფორმაცია შესაბამისი ადამიანური რესურსის შესახებ; გაძლიერებული სწავლების საგნის/საგნების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

დ) სამეურვეო საბჭოს თანხმობა;

ე) გაძლიერებული სწავლების დანერგვის სამწლიანი გეგმა.

აღსანიშნავია, რომ სტატუსის მინიჭებიდან 3 სასწავლო წლის შემდეგ საჯარო სკოლამ სამინისტროს უნდა წარუდგინოს გაძლიერებული სწავლების დანერგვის გეგმის შესრულების ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლისთვის სტატუსის გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203