თელავის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და შეხვედრები იმართება. მოსწავლეები ასევე, სხვადასხვა აქტივობასა და პროგრამაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მედიაცენტრ კახეთის ორგანიზებით, „სამოქალაქო განათლების ტური“ მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, „მედია ტურის“ შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა - მარინა უშვერიძემ გახსნა.
შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი - ზეინაბ კაკალაშვილი.
ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალი სიცოცხლე“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა წარმოადგინეს სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მოსწავლეთა შექმნილი ვებსაიტის პრეზენტაცია.
„ღონისძიებაზე ასევე გაიმართა მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შემდგომ სტუმრების ჩართულობით საინტერესო დისკუსიით დასრულდა“, - გვიყვებიან სკოლაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ, სამოქალაქო განათლების პროგრამის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და PH international -ის წარმომადგენლები: მარინა უშვერიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელენე ჩხეიძე, თამუნა ფრუიძე და თიკო ბაქრაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მარი ჩიქობავა, მასწავლებელთა სახლის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგებლები.
„დიდი მადლობა საუკეთესო მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მოსწავლეთა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ჩართულობას, მათ მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: