შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 31 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით ჩატარებული, მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.
საცდელი ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში სულ 2000-ზე მეტმა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შექმნილია ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ინფორმაციას.