სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით პოეტ ჯემალ ქათამაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - ,,ნატვრის თვალივით მკერდზე ჰკიდია მთებს, დალოცვილი აჭარა ჩემი“ გაიმართა.
ღონისძიებაში VII კლასის მოსწავლეები და მეორეკლასელი ჯანი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.
მათ პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ქობულეთის მუზეუმმა პოეზიის საღამოში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დიპლომებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ბიბლიოთეკარი მაგული ვერულიძე და VII კლასის დამრიგებელი მირანდა გუნთაიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები