თბილისი N103 საჯარო სკოლის ლიტერატურული სალონის ემოციური საღამო აფხაზეთზე
03-05-2018
თბილისი N103 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა სალონმა ლიტერატურულ თეატრში საინტერესო და შთამბეჭდავი საღამო გამართა.
თემა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს, კერძოდ მზიან, ნარინჯისფერ აფხაზეთს ეხებოდა, შესაბამისი სახელწოდებით - „მე მოგიყვებით აფხაზეთზე“. ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ლია ქინქლაძე გახლდათ. თეატრის სცენა ზღვაში ჩამავალი მზის დეკორით იყო დამშვენებული; საგანგებოდ მოწყობილ დაფაზე გავიდა ფილმი „მოგზაურობა აფხაზეთში“, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლემ მარიამ გობეჩიამ და მისმა ოჯახის წევრებმა, 2017 წლის ზაფხულში, აფხაზეთში მოგზაურობის დროს გადაიღეს.
საღამოს მონაწილეები იყვნენ: მარიამ გობეჩია, ანნა მერლანი, ნანა, ნინო თოლომაშვილი, ლიანა ელიბეკიანი, თამთა მერლანი, ლიდია ორეხოვა, ანა ჩხაიძე, გიორგი სარქისოვი, გიორგი აბულაძე და ლიზი ჩხაიძე.
ტექნიკური დახმარება გაუწიეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა: ალექსანდრე კოსტანიანმა, ნიკა ჟიჟავაძემ, დავით მაყიშვილმა, ჯინო თეთრაძემ და გიორგი ბუხრიკიძემ.
საღამო დაამშვენა სკოლის მომღერალთა გუნდმა პედაგოგ ნინო მიჯახტაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე, მეორე გუნდმა ,,ერთსულოვნებამ“ - სოლისტი ნინო დოლენჯიშვილი.
ამავე სკოლის ნამოწაფარმა გიორგი ჯმუხაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ ბიძას და მის თანამებრძოლებს სიმღერა ,,ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი“ მიუძღვნა, ხოლო აფხაზეთის მკვიდრმა და ომის მონაწილემ კახა არღვლიანმა აფხაზეთში გატარებული ლამაზი წლები გაიხსენა, შერიგებასა და საქართველოს გამთლიანებაზე ისაუბრა.
საღამოს ესწრებოდნენ თბილისის N70 სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე, N90 სკოლის დირექტორი თამარ მელიქიძე, N106 სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა, N215 სკოლის დირექტორი ალექსანდრე კეჩხოშვილი, N217 ბაგა-ბაღის დირექტორი ლელა ბაქრაძე, აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, წმ.სპირიდონ ტრიმიფუტელისა და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ასათიანი და ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ხეტეშვილი.
სკოლის დირექციის ცნობით, ლიტერატურული სალონი კიდევ ბევრ ღონისძიებას შესთავაზებს N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მათ სულიერ საზრდოს მიაწვდის.
მშობლებს კი თანადგომისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები