წერაქვის საჯარო სკოლაში 2023 წლის კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
23-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ემოციურ და საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ბავშვებმა ერთმანეთის თეთრი მაისურები საუკეთესო სურვილებით შეამკეს.

მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს. მათთვის ეს დღე როგორც ბედნიერებისა და სიხარულის მიმნიჭებელი, ასევე სევდის აღმძვრელიც იყო.

მათი სიხარული მთელმა სასკოლო საზოგადოებამ გაიზიარა, რომელმაც ბავშვებს წარმატება და მიზნების მიღწევა უსურვა.

პედაგოგებმა და დირექციამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

„სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს მათ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ასევე ვულოცავთ სრულიად საქართველოს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203