ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრიუმფი სპორტულ აქტივობებში
03-05-2018
ლესის საჯარო სკოლაში სიახლეებია.

კერძოდ, მეთერთმეტე კლასის წარჩინებული მოსწავლე ირაკლი გალოგრე გახდა. მან მონაწილეობა  საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონში" მიიღო და 85 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.

სკოლა  ირაკლის ამ წარმატებას ულოცავს. 

ამავდროულად, რამდენიმე დღეა ლესის საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ხალხმრავლობაა - სკოლის მოსწავლეები აქ გამართულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ. ხელბურთელ გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი  სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში დაიკავა.

2 მაისს კოკა-კოლას თასისთვის გამართულ ტურნირზე ლესელმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს. სამი თამაში მოიგეს  და მხოლოდ ფინალში, პენალტების სერიაში დათმეს გამარჯვება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203