თბილისის ბაღებში ვითარებას სპეციალისტები შეისწავლიან - სააგენტოში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა
23-05-2023
თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი ჯგუფის მუშაობას თბილისის N112 ბაგა-ბაღში გაეცნო.

სამუშაო ჯგუფში შემავალი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ადგილზე გამოავლენენ და შეისწავლიან თითოეული ბაღის ძირითად საჭიროებებს, ახალი სერვისების და პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებებს; განხორციელდება აღნიშნულ პროცესში კვების, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203