პანტნარის საჯარო სკოლაში ისტორიული თარიღები საინტერესოდ აღინიშნება 
23-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და ისტორიული თარიღები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

მათ 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

ბავშვებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი, პლაკატი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203