ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სანთლის შუქზე ლექსები წაიკითხეს
03-05-2018
ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეთერ შაქარიშვილის ხელმძღვენელობით ლიტერატურული საღამო „მათაც უყვარდათ“ ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებმა სანთლის შუქზე ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები და ჩანაწერები წაიკითხეს და მინი სპექტაკლი დადგეს.
ღონისძიების დამსწრეები აღნიშნავენ, რომ წარმოდგენით ისაიმოვნეს.