საგამოცდო კალენდარი, ტესტის სტრუქტურა, წესები - NAEC
24-05-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტ „სერტუსთან“ დაკავშირებით პირველი ონლაინ შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მოეწყო. 
 
 პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროექტი  და საგამოცდო ტესტის სტრუქტურა, პროექტის მენეჯერმა, თინათინ გახოკიძემ კი საგამოცდო წესები და კალენდარი.
 
მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოსაცდელთა ტესტირების შედეგი გათვალისწინებული იქნება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში. 
 
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  •  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  •  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; 
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ); 
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  •  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის უპასუხებს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიის მოთხოვნებს, ასევე – სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203