პროგრამაში ჩართულია 2300 პედაგოგი 1300 სკოლიდან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
01-06-2023

ლისაბონში, eTwinning-ის ამბასადორებისთვის გაიმართა პროფესიული განვითარების სემინარი, რომელსაც ესწრებოდა 100 მონაწილე, პროგრამაში ჩართული 44 ქვეყნიდან.

საქართველოდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, სემინარს დაესწრო პროგრამის ორი ამბასადორი რუსუდან კარკაძე და თემურ ჯვარშეიშვილი. სემინარის მთავარი თემა გახლდათ ინოვაციური საგანმანათლებლო საზოგადოების შექმნა/ გაძლიერება.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროკომისიის წარმომადგენელმა ვილჰელმ ვუკოვიჩმა, რომელმაც ისაუბრა eTwinning-ის როლზე ინოვაციური საზოგადოების ფორმირებაში და ამბასადორების მისიაზე. სემინარის მეორე და მესამე დღე სრულად დაეთმო სამუშაო შეხვედრებს მცირე ჯგუფებში.

შეგახსენებთ რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის მხარდაჭერით eTwinning-ის პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამაში ჩართულია ევროპის 44 ქვეყანა, საქართველოდან პროგრამაში რეგისტრირებულია 2 300 მასწავლებელი 1 300 სკოლიდან. ქართველმა მასწავლებლებმა 5000-მდე პროექტში მიიღეს მონაწილეობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203