დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლას ქართველმა ემიგრანტმა საჭირო ნივთები გადასცა
03-05-2018
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლას ემიგრანტი ლევან ჯანაშვილი ესტუმრა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლევან ჯანაშვილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრებითა და პირადი პრობლემებით დაინტერესდა და რესურს ოთახისთვის საჭირო ნივთების შეძენის სურვილი გამოთქვა.

ლევან ჯანაშვილმა დაპირებისამებრ გამოიჩინა გულისხმიერება და სკოლას განმავითარებელი სათამაშოები, წიგნები, საკანცელარიო ნივთები და სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება გადასცა.

სკოლის წარმომადგენელი დასძენს, რომ ლევან ჯანაშვილმა სურვილი გამოთქვა, შედგეს პროექტი დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლასა და ევროპული სკოლების დამეგობრების თაობაზე.

„ქველმოქმედმა გაახარა სკოლის მოსწავლეები. სპეციალური მასწავლებელი რესურს ოთახში მუშაობის პროცესში აქტიურად იყენებს ნაჩუქარ ინვენტარს, გაიზარდა ბავშების მოტივაციაც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ლევან ჯანაშვილი ამჟამად გერმანიაში, ქალაქ გოსლარში ცხოვრობს. 

სკოლის დირექცია, თანამშრომლები და მშობლები ლევან ჯანაშვილს კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას და პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203