თელავის N5 საჯარო სკოლა და პოლონეთის სკოლა დამეგობრდნენ
03-05-2018
თელავის N5 საჯარო სკოლა და პოლონეთის პიბიედზისკას კაზიმიერ ვიელსკის სახელობის სკოლა (პოზნანის ოლქი) დამეგობრდნენ.

კერძოდ, თელავის N5 საჯარო სკოლას პოლონელმა მეგობრებმა ლეილა ხულუაშვილმა და გივი აღნიაშვილმა საჩუქრად 4 000 ლარის ღირებულების მეტალოპლასტმასის 11 კარი გადასცეს!

ამავდროულად, თელავის N5 საჯარო სკოლა ივნისში პოლონური სკოლის დირექციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს, ხოლო თელავის N5 საჯარო სკოლის წარმომადგენლები პოლონეთში შემოდგომაზე გაემგზავრებიან. 

უფრო ზუსტად კი, მემორანდუმის საფუძველზე ორი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გაცვლითი პროგრამით ეწვევიან ერთმანეთს. შესაბამისად, მათ ევროპული განათლების სისტემის უკეთ გაცნობა და გამოცდილების გაზიარება შეეძლებათ. 

სკოლის დირექცია მათ და სხვა მონაწილე  პოლონელ მეგობრებს ასეთი საჩუქრისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203