შუახევში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა ჩატარდა
03-05-2018
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით შუახევის კულტურის ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა. 

ოლიმპიადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ტარდება. 

ოლიმპიადაში შუახევის მუნიციპალიტეტში მოქმედი და ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლებისა და 13 საჯარო სკოლის საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. 

მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.  

გამარჯვებულები მონაწილეობას ოლიმპიადის მეორე ეტაპზე მიიღებენ, რომელიც ქედის კულტურის ცენტრში ჩატარდება, ხოლო ოლიმპიადის მესამე, ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. 

ოლიმპიადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203