მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არის კითხვები, რომელზე პასუხიც პედაგოგებს არ აქვთ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კირთხვაზე პასუხს:
- შეიძლება თუ არა დეკრეტულ შვებულებას 40 დღიანი ფასიანი შვებულება გადავაბათ?
- დიახ, შეიძლება და გეკუთვნით, თუ იმ წელს უკვე არ გისარგებლიათ ფასიანი შვებულებით;
- რამდენი დღეა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება?
- ანაზღაურებულილ შვებულება მოიცავს 183 კალენდარულ დღეს (126 მშობიარობის და 57 მოვლის (რომლის აღება მამასაც შეუძლია)).
- ტყუპების შემთხვევაში 143 დღეს+57 კალენდარული დღე.
- საკეისროს დროს 200 კალენდარული დღე;
- სოციალურიდან რამდენი ლარი ირიცხება?
- 2000 ლარი
- სკოლა რამდენს რიცხავს?
- 6 თვის ხელფასს; 2000 სოციალურის და რაც დარჩება რიცხავს სკოლა (თვიურად ან ერთიანად);
- ორ სკოლაში თუ ვმუშაობთ რა ხდება?
- სოციალურიდან ვიღებთ 2000 და ორივე სკოლიდან იმ 2000-ს რომ გამოაკლებენ რაც დარჩება ის ხელფასი ერიცხება მასწავლებელს.
- ხელფასში რა იგულისხმება?
- ხელფასში იგულისხმება ყველანაირი დანამატი (სტატუსის, სადამრიგებლო, მაღალმთიანი და სხვ).