ახალგაზრდა ევროპელი ელჩი - მომავალ სტუდენტებს KIU-ში მიღებულ გამოცდებებასა და შესაძლებლობებს უზიარებს
29-05-2023
ნუცა მენეჯმენტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის კონცენტრაციად მარკეტინგს, ხოლო მაინორ პროგრამად კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობს.

ნუცა KIU-ში ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედეგითა და ოქროს მედლის საშუალებით სრული დაფინანსებით ჩაირიცხა, რომელიც გულისხმობს: სტიპენდია 200 ლარის ოდენობით, სწავლის სრულად დაფინანსება, საერთო საცხოვრებელი (2-ადგილიანი ოთახი).

რაც შეეხება ინტერესებსა და ჰობს, ის ძალზედ მრავალფეროვანია, რაც სასწავლო პროგრამის არჩევისასაც გამოავლინა, ნუცამ სწავლა მრავალი პროფესიის ნაზავ პროგრამაზე - მენეჯმენტის მეცნიერებაზე გადაწყვიტა. „როგორც აღვნიშნე, კონკრეტული სფერო არ მქონდა არჩეული. ბევრი რამ მაინტერესებს, ამიტომ ისეთი მიმართულება ავირჩიე, რომელიც ბევრ თემაზე მომცემდა წვდომას.

„უკვე მეორე წელია, რაც KIU-ს ელჩი ვარ. ამ სტატუსით შევძელი, გამეცნო არაჩვეულებრივი ხალხი და მიმეღო პროფესიული გამოცდილება ღონისძიებების დაგეგმვაში,  გაძღოლაში, ასევე არაერთხელ ვყოფილვარ გიდი ღია კარის დღეებზე. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვაჩინო ჩემი უნივერსიტეტი და მოვახდინო მისი პოპულარიზება არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით“. 

ნუცას ასევე გავლილი აქვს სტაჟირება სამ საერთაშორისო ღონისძიებასა და ორგანიზაციაში: Central Eurasia Leadership Alliance-ში (CELA), ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადასა და KIU Innovate Business Forum-ში. გარდა ამისა, გაიარა 4-თვიანი PR სტაჟირება, უძღვებოდა და მართავდა სხვადასხვა ღონისძიებას. 

ასევე აქვს პერსონალური ბლოგი, რომლის მეშვეობითაც აზიარებს ყოველდღიურ და  სტუდენტრ ცხოვრებას ინსტაგრამზე, YouTube-სა და TikTok-ზე (jellybona). „კრეატიულობა არის ჩემი მეს ბირთვი, მამოძრავებელი. მიყვარს მუსიკა, ცეკვა, ხატვა და ზოგადად ხელოვნება. გატაცებული ვარ ფოტოგრაფიითა და ვიდეო მონტაჟით. ასევე უნივერსიტეტში ვმოხალისეობდი ფოტოგრაფად“. 

აქტიურ გოგონას უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთაც არაერთი პროექტი შეუქმნია, მათ შორის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო ძაღლების და კატების დახმარებას: ვაქცინაციას, სტერილიზაციას, კასტრაციას. „ასევე ვეხმარებით KIU-ს კამპუსის ტერიტორიაზე მყოფ ძაღლებსაც“. 

ნუცა არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (Young European Ambassador); სურს დადებითი გავლენა მოახდინოს ლოკალურ საზოგადოებაზე. როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, აქტიურად არის ჩართული აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ის მონაწილეობს პროექტების წერასა და ღონისძიებების დაგეგმვაში, ყველაფერს აკეთებს ახალგაზრდების დასახმარებლად, არის ახალგაზრდა მუშაკი (youth worker).

ნუცა დატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიდა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტს (Human resources management) KIU-ში. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რომლითაც კიდე უფრო გაიღრმავა ცოდნა აღნიშნულ სფეროში და განავითარა კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. 

მთავარი გამოწვევა, რომელსაც სტუდენტ ასისტენტობისას წააწყდა, გახლდათ, ესწავლებინა მისი მეგობრებისთვის. ერთგვარი გამოწვევა კი გახდა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარი, რომლის საშუალებითაც ისწავლა, განეცალკევებინა ნუცა, როგორც სტუდენტი და როგორც სტუდენტ ასისტენტი. „იმ ფაქტმა რომ მეც სტუდენტი ვარ, ვფიქრობ, პოზიტიურად იმოქმედა სწავლების პროცესზე, რადგან კარგად მესმოდა ჩემი სტუდენტების, მათი ინტერესებისა და საჭიროებების. ვფიქრობ, ისინიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს და ყოველი სემინარი ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იყო“.

ნუცამ ასევე მონაწილოება მიიღო:

  • ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კონკურსში.
  • ბიზნეს კონფერენციებში (თეზისები: "Economic modification of Entertainment Industry (Covid-19)", " Apparel manufacturing and Domestic Export in Georgia". ).
  • GITA-ს სტარტაპ საზაფხულო სკოლაში.
„მთლიანობაში, ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილება და ნიჭი მაქცევს პიროვნებად, რომელიც მზად არის დადებითად იმოქმედოს ნებისმიერ მიმართულებაზე, რომელიც ავირჩიე ან მომავალში ავირჩევ“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203