„ვიბრძოლებ, მაქსიმალურად მაღალი ხელფასი ჰქონდეთ მასწავლებლებს - ეს უწყვეტი პროცესია“
25-05-2023

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იზრუნებს მასწავლებლის პროფესია გახდეს პრესტიჟული და პედაგოგებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება:

„ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს და არა ვასწავლოთ, როგორ ასწავლონ ბავშვებს!

დეცენტრალიზაცია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დიდი გამოწვევა, რომელიც მესამე ათწლეულია სისტემაში დგას; დროა, მეტი თავისუფლება მივცეთ სკოლებს და ცენტრალიზებულად ყველა კომპონენტი არ გადაწყვიტოს სამინისტრომ - თუნდაც შიდა მოწყობა, კათედრების გაძლიერება, ფინანსური საკითხების მოწესრიგება...

ჩვენ ვსაუბრობთ სკოლების ავტონომიურობაზე და ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მაგრამ ესაა მასწავლებლის პრესტიჟის ერთ-ერთი კომპონენტი, გარდა ხელფასის მატებისა, რასაც დავპირდი და ეს ჩემი ვალდებულებაა: როცა ბიუჯეტის დრო მოვა, ვიბრძოლებ მაქსიმალურად, მაღალი ხელფასი ჰქონდეთ მასწავლებლებს და ყოველწლიურად გაეზარდოთ - ეს უწყვეტი პროცესია.

ჩვენ უნდა შევუქმნათ პედაგოგებს განცდა, რომ ისინი არიან მთავარი ადამიანები სკოლებში და არა ისინი, ვისაც სამინისტრო ასწავლის ან ტრენინგს უტარებს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203