„ქიმიის საღამო“ ტალავერის N2 საჯარო სკოლაში
25-05-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული და მათ მოტივაციაზე  ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით სკოლაში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით „ქიმიის საღამო“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაზე, საგანგებოდ, თეთრ ხალათებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები წარადგინეს, ახალი მასალა პარაქტიკულად შეისწავლეს და ბოლოს სიმბოლური სიგელებითაც დასაჩუქრდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის ახალი სასწავლო მეთოდების და მიდგომების შეთავაზება, მათი გააქტიურებისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203