მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. მეთორმეტეკლასელთათვის, „ბოლო ზარი“, დაირეკა, დღე ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
სკოლის ეზო ამ დღისთვის საგანგებოდ მოეწყო, კურსდამთავრებულებიც საზეიმოდ გამოეწყვნენ და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.
კურსდამთავრებულებს, სასკოლო საზოგადოებამ სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა და ცხოვრების ახალ გზაზე წარმატება უსურვა.
დღის ბოლოს, ემოციებით დატვირთულმა კურსდამთავრებულებმა, სკოლა ტკბილი
მოგონებებითა და საუკეთესო სურვილებით დატოვეს.
იხილეთ ფოტოები: